28 აპრილი 2024,   09:59
ვრცლად
სამხედროებს, რომლებიც ზურაბიშვილის წინააღმდეგ გადაღებულ ვიდეორგოლში მონაწილეობენ, უთვალთვალებენ - ქარდავა 

თვალთვალი სამხედრო მოსამსახურეებზე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უკვე მეორე დღეა იმ სამხედროებს უთვალთვალებენ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ გადაღებულ ვიდეორგოლში მონაწილეობენ.

ოპოზიციის მტკიცებით, ზურაბ შამათავას შემდეგ სუს-მა თვალთვალი, თადარიგის ოფიცერს ილია გაწერელიაზე დაიწყო. მას „მერსედესის“ მარკის ავტომობილმა გზა, იძულებით შეჩერების მიზნით, რამდენიმეჯერ ჩაუჭრა, მოგვიანებით კი, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებმა ავტომობილი სამხარეო პოლიციის ეზოში აღმოაჩინეს.

მათი ინფორმაციით, ავტომობილში მსხდომი სამი პიროვნებაც პოლიციის თანამშრომელი იყო.
„ეს მანქანა ირაკლი გაწერელიას მიმართ ახორციელებდა თვალთვალს და ძალიან უხეში ფორმებით. ისინი ფაქტობრივად არ ნიღბავდნენ თავიანთ თავს. ამით ფიქრობენ, რომ ყოფილ სამხედროებს დააშინებენ. ხელისუფლება არის აგონიაში, მისი ნაბიჯები არის არაადეკვატური და გონიერებასთან არ არის კავშირში. ხვდებიან, რომ ისინი მარცხდებიან და მიდიან ყველაფერზე. ამ ყველაფერზე მიდიან სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ,“-განაცხადა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავამ.

დღის ამბები