22 მარტი 2019,   09:03
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან 800-მდე რეპატრიანტი ჩავიდა

ოკუპირებულმა აფხაზეთმა სირიიდან 800-მდე რეპატრიანტი მიიღო - ამის შესახებ რუსულ სააგენტო რია ნოვოსტისთან ინტერვიუში ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, განაცხადა.

მან დაადასტურა, რომ ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლება მათთვის შესაბამისი პირობების შექმნას და ადგილობრივებთან ადაპტაციას იწყებს

”თავდაპირველად იყო, დაახლოებით, 700-800 ადამიანი, რომლებიც ჩვენთან ჩამოვიდნენ. ჩვენ ვცადეთ მათი კეთილმოწყობა, მათთვის შესაძლებლობების შექმნა, რათ როგორმე ჩვენს პირობებთან ადაპტირებულიყვნენ,” - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, რუსეთი და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი საერთაშორისო სამართალს არღვევენ, რომლის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეების დასახლება.

ოპოზიცია კიდევ უფრო მასშტაბურ საფრთხეზე მიუთითებს და ამბობს, რომ სირიიდან რეპატრიანტები შეიძლება არა მშვიდობიანი მოქალაქეები, არამედ მებრძოლები იყვნენ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები