26 აპრილი 2024,   09:48
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების გამოჩენას ადასტურებს

პარლამენტის თავმჯდომარე „ქართულ ოცნებაში“ ახალი სახეების გამოჩენას ადასტურებს. თუმცა, ირაკლი კობახიძე არ საუბრობს, კერძოდ ვის შეეხება ცვლილებები. მისი თქმით, კონკრეტულ პერსონებზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პარტიის მმართველ რგოლში რაიმე გადაადგილებები მოხდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კახი კალაძეს გენერალური მდივნის პოსტი უნდა დაეტოვებინა, ხოლო ირაკლი კობახიძეს აღმასრულებელი მდივნის თანამდებობა. კობახიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით აღმასრულებელი მდივნის პოსტზე რჩება. 

„აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი გუნდის განახლება, გაჯანსაღება, ახალი სისხლი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის შედეგებსაც სათანადო დროს იხილავს ქართული საზოგადოება. მთავარი არის საბოლოო ჯამში ის, რომ მართულობის თითოეულმა რგოლმა იმუშაოს სათანადოდ, თუ სადმე არის ხარვეზი, თუ სადმე არის ჩამორჩენა, ამას სჭირდება ჩარევა და ეს ჩარევა იქნება აუცილებელი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები