26 აპრილი 2024,   11:19
ვრცლად
"დღეს 1 აპრილია?" - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე ხუმრობს

აჭარის მთავრობის მეთაური მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. თორნიკე რიჟვაძე ინფორმაციას არ ადასტურებს და ჟურნალისტების კითხვას ხუმრობით პასუხობს.

"დღეს 1 აპრილია თუ სხვა რიცხვია? ამაზე კომენტარის გაკეთება... პირველ აპრილსაც თუ მოხვალთ იგივეს გეტყვით,"- თქვა რიჟვაძემ.

გავრცელებული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ დაანონსებული სახელისუფლებო ცვლილებების ფარგლებში შესაძლოა თანამდებობა თორნიკე რიჟვაძემ დატოვოს. 

დღის ამბები