09 მაისი 2024,   10:39
ვრცლად
ცესკოს ახალი თავმჯდომარე - კომისიის წევრები დღეს კანდიდატებს უყრიან კენჭს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე - კომისიის წევრები დღეს  თავმჯდომარეობის კანდიდატებს უყრიან კენჭს. ხმის მიცემის პროცესი ფარული იქნება და სამივე კანდიდატს ერთდროულად ეყრება კენჭი.

გადაწყვეტილება ცესკომ წევრთა სრული შემადგენლობის ორი მესამედით უნდა მიიღოს. თუ ცესკო თავმჯდომარის არჩევას ვერ შეძლებს - ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უკვე კანონმდებლები დაასახელებენ.

“საქართველოს პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციით შეარჩია სამი კანდიდატი და ეს სამი კანდიდატი იქნა დასახელებული. თუკი ცესკო დასახელებული სამი კანდიდატიდან ვერც ერთს ვერ აირჩევს, ამ შემთხვევაში კანდიდატები პრეზიდენტის მიერ წარედგინება უკვე საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პარლამენტის მიერ ხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა,“-განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ.

სამოქალაქო სექტორში იმ კრიტერიუმებზე საუბრობენ, რომელსაც ცესკოს თავმჯდომარე უნდა აკმაყოფილებდეს.

დღის ამბები