26 აპრილი 2024,   22:29
ვრცლად
დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" - დავით ჭიჭინაძე ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ გამორიცხავს. ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დავით ჭიჭინაძე მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი აზრით, როდესაც ხელისუფლებას საზოგადოების არ ესმის, მას სხვა მთავრობა ანაცვლებს.

„ვინც ხალხისას ვერ გებულობს, ის მიდის ხელისუფლებისგან და მერე მოდის სხვა, ვისაც საზოგადოების უფრო კარგად ესმის. ეს იმდენად მძაფრი საკითხია, რომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ალბათ, შესაბამისად, ვნახეთ, უსამართლობაზე როგორ რეაგირებს ჩვენი საზოგადოება. თუ უსამართლოდ მოექცევიან საზოგადოებას, რა თქმა უნდა, პროტესტის ყველა ფორმას მიიღებენ,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.  

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა ასევე ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ ეს სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.

გუნდში არსებული დაპირისპირების შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გუშინ პირველი განცხადება გამოაქვეყნა. ბიძინა ივანიშვილმა ეკა ბესელია გუნდის წინააღმდეგ წასვლაში დაადანაშაულა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ექსპრემიერს განცხადებით უპასუხა, სადაც აღნიშნა, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინება. 

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ეკა ბესელიას კაბინეტი შეუცვალესიურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობას რიგითი დეპუტატებისთვის განკუთვნილ ოთახში განაგრძობს.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები