26 აპრილი 2024,   09:45
ვრცლად
აშშ-ის "შათდაუნმა" რეკორდი მოხსნა - მთავრობის ნაწილი 22 დღეა, ვერ მუშაობს

შეერთებული შტატების პოლიტიკურმა კრიზისმა რეკორდი მოხსნა - 1995 წლის შემდეგ მთავროის მუშაობა ასე ხანგრძლივად პარალიზებული არასდროს ყოფილა. სამთავრობო უწყებების ნაწილი უკვე 22-ე დღეა, არ მუშაობს.

ე.წ. შათდაუნის გამო, 800 ათასმა ადამიანმა, მათ შორის, FBI-ის, ციხეების დაცვისა და აეროპორტის თანამშრომლებმა, ახალი წლის შემდეგ პირველი ხელფასი უკვე ვერ აიღეს.

დონალდ ტრამპი მთავრობის დააშშ-ის ფინანსების კანონპროეტის ხელმოწერაზე უარს ამბობს, სანამ დოკუმენტში მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის 5 მილიარდ 700 მილიონი დოლარის გამოყოფა არ იქნება გათვალისწინებული. პრეზიდენტის გეგმას კი დემოკრატები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. ერთ-ერთ საპასუხო ზომად დონალდ ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს, თუმცა აცხადებს, რომ ამას ამ ეტაპზე არ გააკეთებს. 

დღის ამბები