26 აპრილი 2024,   09:38
ვრცლად
დიდთოვლობა ევროპაში - სტიქიამ შვეიცარია, გერმანია, ავსტრია, შვედეთი და ნორვეგია დააზარალა

დიდთოვლობა ევროპის ქვეყნებს კვლავ სერიოზულ პრობლემებს უქმნის. შვეიცარიის სამთო კურორტზე ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც თოვლის საფარის ქვეშ ერთ-ერთი სასტუმროს რესტორანი აღმოჩნდა.

დაშავდა სამი ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. განხორციელდა სასტუმროს პერსონალისა და სტუმრების ევაკუაციაც.

შვეიცარიის გარდა, სტიქიამ დააზარალა გერმანია, ავსტრია, შვედეთი და ნორვეგია.

გერმანიასა და ავსტრიაში ხეების თოვლის საფარისგან გასაწმენდად უკვე სამხედრო ვერტმფრენებს იყენებენ.

9 წლის ბიჭი მიუნხენის მახლობლად სწორედ ხის წაქცევას ემსხვერპლა. 

დღის ამბები