25 ივნისი 2019,   20:55
ვრცლად
"ბილწსიტყვაობაც კი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა, ამ პრობლემაზე უნდა ვიმსჯელოთ" - ირაკლი კობახიძე

"აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე,“ - ასე განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ ცილისწამებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

ირაკლი კობახიძის აზრით, ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა იმსჯელონ, რადგან პრობლემა სახეზეა. მისი შეფასებით, ბილწსიტყვაობაც კი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ გარკვეული ზომების მიღება იქნება შესაძლებელი, ის უნდა მიიღონ.

„აქ საუბარია იდეის დონეზე, იმაზე, რომ პრობლემას სჭირდება ანალიზი. პრობლემა არის სახეზე. ყველა ვხედავთ ამ პრობლემას. აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე, რაც ისმის ყოველდღიურად, როგორც სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ ქსელებში, ასევე სხვა ფორმით და ბილწსიტყვაობაც კი გახდა ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ამ პრობლემაზე და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, თუ რაიმე ზომის მიღებაა შესაძლებელი, უნდა მივიღოთ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონზე ისაუბრა, რომელთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მუშაობა უკვე დაიწყო.

ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მან პირველი გამოსვლით თავი წარმოაჩინა ისე, როგორც ნეიტრალურმა უმაღლესი თანამდებობის პირმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები