26 აპრილი 2024,   11:21
ვრცლად
არასრულწლოვანზე შანტაჟი - დაკავებულ მამაკაცს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

არასრულწლოვანზე ზეწოლისა და შანტაჟის გამო, დაკავებულ 30 წლის მამაკაცს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. ავთო კუცია 9 წლის ბავშვს სოციალური ქსელის მეშვეობით პირადი და ოჯახის ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდა და მისი გასაჯაროებით ემუქრებოდა. კუცია სამართალდამცველებმა გუშინ დააკავეს.

ინფორმაცია მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ იძულებისა და პირადი ცხოვრების ხელყოფის მუქარის შესახებ პოლიციას გოგონას დედამ მიაწოდა.

მან ასევე მშობლებს მოუწოდა, არასრულწლოვნების მიმოწერა სოციალურ სივრცეში მკაცრად აკონტროლონ.

დღის ამბები