28 აპრილი 2024,   21:51
ვრცლად
ოკუპირებულ აფხაზეთში გრიპის ვირუსი გავრცელდა

ოკუპირებულ აფხაზეთში გრიპის ვირუსი გავრცელდა. ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მხოლოდ გალის საავადმყოფოს უკვე რვა ადამიანმა მიმართა.

ადგილობრივი მედიკოსების განცხადებით, რაიონში არ არსებობს ისეთი ლაბორატორია, სადაც ე.წ. ღორის გრიპის შტამის დადგენაა შესაძლებელი, შესაბამისად, აქვთ თუ არა პაციენტებს H1N1-ის ვირუსი, უცნობია.

პაციენტების მკურნალობა სიმპტომების მიხედვით მიმდინარეობს. საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, გრიპის გავრცელების საშიშროების გამო, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთაზე ორთვიანი შეზღუდვებია დაწესებული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები