28 აპრილი 2024,   04:29
ვრცლად
ადვოკატის ეთიკა არ მაძლევდა იმის უფლებას, საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც ვიცავდი, მათ შორის ივანიშვილსაც - ბესელია

"ადვოკატის ეთიკა არ მაძლევდა იმის უფლებას, საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც ვიცავდი, მათ შორის, ვიცავდი ივანიშვილსაც - ბესელია,"- ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. 

ეკა ბესელიას თქმით, ის არ დაპირისპირებია იმ ადამიანებს, ვისაც იცავდა, თუმცა ასევე განმარტავს, რომ განსხვავებული პოზიცია ბიძინა ივანიშვილთანაც კი არა ერთხელ დაუფიქსირებია.

კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ბრიფინგზე მოსამართლეთა 10-კაციან სიაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანი მიღწეულია, რადგან სიის განხილვა შეჩერდა და კრიტერიუმებზე დაიწყება მსჯელობა. 

„ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის, ჩემი ყოფილი პროფესიის, ადვოკატის პროფესიული ეთიკაც არასდროს არ მაძლევდა იმის უფლებას, ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი იმ ადამიანებს, ვისაც მე ვიცავდი და მათ შორის, ვიცავდი ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც ადვოკატი. მე არ მიმაჩნია, რომ ღია და საჯარო დებატები თუ ღია კონფლიქტები და დახურული საუბრების საჯაროდ გამოტანა არის ის ფორმა და ის მაღალი პოლიტიკური კულტურა ან ის ეთიკა, რომელიც რომელიმე პოლიტიკოსს ან რომელიმე პოლიტიკურ პროცესს რაიმეს შემატებს, მაგრამ არასოდეს არ მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთანაც, როდესაც ეს პოზიცია მქონდა და მათ შორის, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები