26 აპრილი 2024,   10:23
ვრცლად
აფეთქება მექსიკის ნავთობსადენზე - გარდაცვლილთა რიცხვმა 85-ს მიაღწია

მექსიკის ნავთობსადენზე მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 85-მდე გაიზრდა. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საავადმყოფოებში ამ დრომდე 72-ი დაშავებული იმყოფება.

გამოძიების ინფორმაციით , აფეთქების დროს დაზიანებული მილსადენიდან საწვავის ამოსაღებად 1000-ზე მეტი ადგილობრივი შეიკრიბა, რამაც კატასროფის მასშტაბები განაპირობა.

ნავთობკომპანიაში აცხადებენ, რომ მილსადენის დაზიანება ხელოვნურად განხორციელდა, ხოლო აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა ნავთობსადენიდან საწვავს იპარავდა. ძლიერ აფეთქებას ხანძარი მოჰყვა.

დღის ამბები