26 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
გორში 11 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი შემთხვევის ადგიიდან მიიმალა

გორში 11 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა. მძღოლი შეჯახების შემდეგ ადგილიდან მიიმალა. დაშავებული ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს. მას წვივის მოტეხილობა აქვს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის მძღოლი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდართან გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც  გაუფრთხილებლობით გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. 

დღის ამბები