30 აპრილი 2024,   14:54
ვრცლად
მოსამართლეთა შერჩევა - სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება

მოსამართლეთა შერჩევის საკითხთან დაკავშირებით დღეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. 

მესამე სექტორის წარმომადგენლები პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ, რადგან მიაჩნიათ, რომ მასში შედიან იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებიც მხარი დაუჭირეს უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამსამწესებელ 10-კაციან სიას.

არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნაა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა შეიცვალოს.

დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამსამწესებლად პარლამენტში წარდგენილ 10-კაციან სიას მოჰყვა. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები