26 აპრილი 2024,   10:46
ვრცლად
წყალდიდობა ავსტრალიის აღმოსავლეთ რეგიონებში

ავსტრალიის აღმოსავლეთ რეგიონებში მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვიან. სტიქია ქვინსლენდის შტატს უტევს, სადაც ამ დრომდე გადაუღებლად წვიმს.

სანაპირო რაიონებიდან 100-ზე მეტი ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, 20 ათასამდე საცხოვრებელ სახლს კი დატბორვა ემუქრება.

სინოპტიკოსები მოსახლეობას ვითარების გაუარესების შესახებ აფრთხილებენ, რადგან მათი პროგნოზით, გადაუღებელი წვიმა შტატში კვლავ გაგრძელდება და ერთი თვის ნალექი ერთ დღეში მოვა.  

დღის ამბები