26 აპრილი 2024,   11:12
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - სააპელაციო სასამართლოში პროკურატურის მოწმეს, მ.კ-ს დაკითხავენ 

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სხდომა სააპელაციო სასამართლოში ერთ-ერთი მთავრი ფიგურნატის, მ.კ-ს დაკითხვით გაგრძელდება. ის პროკურატურის მთავარი მოწმეა.

დაცვის მხარე კი ამტკიცებს, რომ მ.კ. ცრუ მოწმეა, რომელმაც გამოძიების ეტაპზე და სასამართლო პროცესებზეც ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა. ამის დადასტურებას დაზარალებულის ადვოკატები დღევანდელ სხდომაზე შეეცდებიან.

უფლებადამცველები საქმის არასწორ გამოძიებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებენ.

„ეს არის მოწმე, რომელმაც გამოძიების ეტაპზე რამდენჯერმე აბსოლუტურად განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა საგამოძიებო ორგანოს. ეს არის მოწმე, რომელმაც შეცვალა, სასამართლოში, გამოძიებაში მიცემული ჩვენება. ბრალდების მხარეს ექნება მცდელობა, რომ მოახდინოს აღნიშნული მოწმის რეაბილიტაცია, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ მას შემდეგ რაც ჩვენ მას ჯვარედინი წესით დავკითხავთ, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ამ მოწმის ჩვენება არის სრული სიცრუე,“-განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.

დღის ამბები