28 აპრილი 2024,   08:06
ვრცლად
“ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ჩვენ ქვეყენას,“- გიორგი ბარამიძე ლიეჟში მომხდარ ინციდენტზე საუბრობს

ლიეჟში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ლიეჟის კონფერენციის ორგანიზატორები ბელგიის სამართალდამცავ და უსაფრთხოების სამსახურებში საჩივრის შეტანას უახლოეს დღეებში აპირებენ. ამის შესახებ განცხადებას გაერთიანებული ოპოზიცია ავრცელებს.

ოპოზიციური პარტიის წევრების თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ლიეჟში შეხვედრის ჩასაშლელად სუს-ის თანამშრომლები მიავლინა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი ბარამიძის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ როგორც საკუთარი კანონმდებლობა, ასევე საერთაშორისო კონვენციები დაარღვია, რაც ქვეყნის რეპუტაციაზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

“ძალიან სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ჩვენ ქვეყენას ბელგიასთან და არა მარტო ბელგიასთან ურთიერთობაში, რადგანაც ბელგია გახლავთ როგორც საქართველოს პარტნიორი ქვეყანა ცალკე აღებული, ისე ნატო-სა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფო და ბუნებრივია, ის ქმედება, რომელიც განახორციელა საქართველოს ხელისუფლების სპეცსამსახურებმა შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ამ ქვეყნის შესაბამასი სამსახურებისათვის, რაც ბუნებრივია ასევე იქნება  შესაბამისი რეაგირების საფუძველი და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს რეაგირება საქართველოსთვის სასარგებლო ნამდვილად ვერ იქნება,“- განაცხადა ბარამიძემ.

დღის ამბები