26 აპრილი 2024,   10:01
ვრცლად
აშშ-ის სპეციალური პროკურორი სასამართლოს პოლ მანაფორტისთვის 19-24 წლამდე პატიმრობის შეფარდებას სთავაზობს

შეერთებული შტატების სპეციალური პროკურორი ვირჯინიის სასამართლოს პოლ მანაფორტისთვის 19-24 წლამდე პატიმრობის შეფარდებას სთავაზობს.

რობერტ მალერის შეფასებით, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი ხანგრძლივ პატიმრობას იმსახურებს და განაჩენი მის მიერ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის სერიოზულობას უნდა ასახავდეს.

სასჯელის შემსუბუქების მიზნით, 69 წლის მანაფორტმა გამოძიებასთან საპროცესო გარიგება გააფორმა, თუმცა, რამდენიმე დღის წინ სასამართლომ დაადგინა, რომ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა შეთანხმება რამდენჯერმე დაარღვია. 

დღის ამბები