30 აპრილი 2024,   17:31
ვრცლად
ვის წინააღმდეგაც საქმე აღიძრა, ყველა ამბობს, რომ პოლიტიკური ზეწოლაა - უმრავლესობა TBC ბანკზე საუბრობს

TBC ბანკზე განხორციელებული პოლიტიკური ზეწოლისა და რეკეტის არს ჯერათ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. ისინი ამბობენ, რომ ყველამ, ვის წინააღმდეგაც სამართლებრივად კითხვის ნიშნები გაჩნდა, პოლიტიკურ ზეწოლაზე დაიწყო საუბარი.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ასეთ სიტუაციაში სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ნებისმიერ ადამიანი, რომლის წინააღმდეგაც ამ ქვეყანაში აღიძვრება საქმე, ყველა ამბობს, რომ ის უდანაშაულოა და პოლიტიკურ ზეწოლას აქვს ადგილი სწორედ ამიტომ გვინდა მყარი სასამართლო, როცა ადამიანები ასეთ დროს იტყვიან - „დაველოდოთ სასამართლოს“ ეს კი არ იყოს გაცვეთილი ფრაზა, არამედ შინაარსით დატვირთული ფრაზა, რომლის მიმართაც საზოგადოებას ასევე ყველას ექნება მაღალი ხარისხის ნდობა,“-ამბობს რომან კაკულია.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ამბობს, რომ ხაზარაძის წასვლა არის ბანკის შიდა საქმე და აქციონერების გადასაწყვეტი საკითხი, პოლიტიკურ ზეწოლას კოვზანაძეც გამორიცხავს და ამბობს, რომ მის კომიტეტში მზად არიან TBC ბანკის აქციონერებს მოუსმინონ.

"ეს არის ბანკის გადაწყვეტილება აქციონერთა გადაწყვეტილება მე როგორც განვაცხადე ბანკის აქციონერებში არიან საერთაშორისო ცნობილი უცხოელი ინსტიტუტები. ეს არის მათი გადაწყევტილება ამ გადაწყვეტილებაში ვერავინ ჩაერევა. ბანკის აქციონერებს აქვთ პარლამენტში მოსვლის სურვილი, ჩვენ მივიღეთ ეს ინფორმაცია, პარლამენტი ღიაა, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი მზად არის მიიღოს ეს ინფორმაცია, მოაწყოს ეს მოსმენა,“-აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები