26 აპრილი 2024,   09:58
ვრცლად
"ივანიშვილმა მიიღო ინსტრუქცია რუსეთისგან, პორტის აშენების შესაჩერებლად, ან თავად სურს, პორტი ხელში ჩაიგდოს" - ფადი ასლი

„ანაკლიის პორტზე ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ივანიშვილმა მიიღო ინსტრუქცია რუსეთისგან პორტის აშენების შესაჩერებლად, ან მას თავად სურს, პორტი ხელში ჩაიგდოს,"-აცხადებს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლი. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელს შეუშლის მამუკა ხაზარაძეს, გაუჩენს მას ხელოვნურ დაბრკოლებებს, რათა მან ვერ შეასრულოს ვალდებულებები, რის გამოც, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტის ჩამორთმევა მოხდება.

"ის შეუქმნის ხელოვნურ დაბრკოლებებს მამუკა ხაზარაძეს, შემდეგ მთავრობა ვერ შეასრულებს ვალდებულებას და იტყვიან, რომ ხაზარაძემ არ შეასრულა ვალდებულება და შემდეგ ივანიშვილი ეცდება პროექტის წართმევას. ეს არ არის მხოლოდ ჩემი მოსაზრება. პრემიერმა თქვა, რომ იქნება ღრმაწყლოვანი პორტი, მაგრამ საკითხავია, ვინ იქნება მისი მფლობელი?“-ამბობს ფადი ასლი. 

ფადი ასლი მხარდაჭერას უცხადებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს და მზად არის, იბრძოლოს დანაშაულებრივი გეგმის წინააღმდეგ. 

ამ წუთებში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას მართავს, რომელსაც ბიზნეს ორგანიზაციები და დიპლომატები ესწრებიან. შეხვედრის მთავარი თემა სწორედ TBC ბანკის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებია.

 

დღის ამბები