01 ივნისი 2020,   07:30
ვრცლად
"ოცნებიდან" დემარშით წასულები და დაბრუნებული ძველი სახე - პარტიაში კრიზისის არსებობას უარყოფენ

ახალი პოლიტიკური ვითარება „ქართულ ოცნებაში.“ ბოლო რამდენიმე თვეა, უმრავლესობის შიგნით დიდი ცვლილებები ხდება. ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს ბევრი რამ აწუხებს პარლამენტშიც და პარტიაშიც. არ მოსწონს როცა თანაგუნდელები „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ. ამის მიუხედავად, ის რაც სახელისუფლებო პარტიაში ხდება, თამარ ჩუგოშვილისთვის „კრიზისი“ არ არის. 

მმართველმა პარტიამ დაანონსებული განახლების პროცესი კვირის დასაწყისში ძველი სახის დაბრუნებით დაიწყო. ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილი დააბრუნა.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატი, ეკა ბესელია თვლის, რომ მისმა წამოსვლამ „ოცნებაში“ ისეთი რყევები გამოიწვია, ივანიშვილი იძულებული გახდა პოლიტიკურ დაფაზე ირაკლი ღარიბაშვილი დაებრუნებინა.

კიდევ ერთი ფაქტორი კი ივანიშვილის წინასაარჩევნო დაპირებაა. სათადარიგო მოთამაშის გამოყვანით მან ამომრჩევლებს უთხრა, რომ კვლავ ძველი ღირებულებების ერთგულია. თავად ღარიბაშვილმა პირველივე ინტერვიუში უფრო მეტი წინა ხელისუფლებაზე ისაუბრა და კვლავ „ნაციონალურ მოძრაობის“ 9 წლიანი რეჟიმი შეაფასა.

„ქართული ოცნებისთვის“ ახალი სახეების შერჩევის პროცესი კი აქტიურად მიმდინარეობს. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ დემარშით წასულების შემცვლელებს სოზარ სუბარი მოძებნის.

დღის ამბები