26 აპრილი 2024,   10:11
ვრცლად
სამაშველო ოპერაცია ნიგერიაში - სამსართულიანი შენობის ნგრევას მსხვერპლი მოჰყვა

ნიგერიაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ქვეყნის კომერციულ ცენტრში, ქალაქ ლაგოსში სამსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ამავე შენობაში კერძო სკოლაც ფუნქციონირებდა. არის მსხვერპლიც, თუმცა გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში ათობით ადამიანია მოყოლილი, მათ შორის ბავშვებიც. ლაგოსის მერის ინფორმაციით, სკოლა შენობის მესამე სართულზე მდებარეობდა, შენობა კი, სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს დაინგრა. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

დღის ამბები