28 აპრილი 2024,   12:52
ვრცლად
უპრინციპო, უთავმოყვარეო და არაპრაგმატულ პოლიტიკა, რომელიც ათავხედებს საოკუპაციო რეჟიმს - ოპოზიცია ხელისუფლებას აკრიტიკებს

300-ზე მეტი გატაცებული ბოლო ორი წლის განმავლობაში - ადმინისტრაციულ საზღვარზე რუსი ოკუპანტების გააქტიურებას რუსეთის მიმართ რბილი ტონის შედეგად მიიჩნევენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ისინი ხელისუფლებას საოკუპაციო ზოლზე პატრულირების გაძლიერებისკენ და ადგილობრივი მოსახლეობისადმი მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებენ. თავის მხრივ, შექმნილ ვითარებაში ერთადერთ ბერკეტად ხელისუფლება საერთშორისო საზოგადოების ჩართულობას ასახელებს, რომელსაც უმრავლესობის მტკიცებით, თბილისი აქტიურად იყენებს.

გია ბარამიძე~-ის სურათის შედეგი"ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეგნებულად ძალიან მავნებლური პოლიტიკის გატარებას, რაც გულისხმობს წაყრუებას და რუსეთთან ენის მოჩლექით საუბარს. ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ეს ხელისუფლება რომ საჭიროა ოკუპაციის ხაზის გაძლიერება, პატრულირების გაძლიერება და პირადი შემადგენლობის გაათმაგება,"-აცხადებს გია ბარამიძე.

 

ოკუპანტი ქვეყნის მიმართ არასწორი პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას "ევროპული საქართველოც." ოპოზიციური პარტიის წევრი, ოთარ კახიძე ამბობს, რომ საქართველომ რუსეთს მაქსიმალური დისკომფორტი უნდა შეუქმნას.  

"რატომ არ ვუქმნით ჩვენი მხრიდან არავითარ დისკომფორტს იმ ადამიანებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, რომლებიც ჩვენ მოქალაქეებს აწამებენ, იტაცებენ და კლავენ. ეს არის საკითხი, რომელიც მაღელვებს, ვინაიდან ჩვენი ხელისუფლება რუსეთის აგრესიული ნაბიჯების საპასუხოდ ატარებს სრულიად უპრინციპო, უთავმოყვარეო და არაპრაგმატულ პოლიტიკას, რომელიც კიდევ უფრო ათავხედებს საოკუპაციო რეჟიმს,"-აცხადებს ოთარ კახიძე.

უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ ხელისუფლება ადეკვატურად მოქმედებს და მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს ეფექტურად იყენებს. 

სოფო ქაცარავა-ის სურათის შედეგი"ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტი რაც გაგვაჩნია ე სარის საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა ამ საკითხში და ცხადია ჩვენ მყისიერად ვრეაგირებთ და ვაყენებთ საქმის კურსში საერთაშორისო საზოგადოებას,"-აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა. 

დღის ამბები