26 აპრილი 2024,   09:46
ვრცლად
პარლამენტმა მოსამართლეების შესახებ "ევროპული საქართველოს" კანონპროექტი ჩააგდო, კობახიძის კანონპროექტს კი მხარი დაუჭირა

უზენაეს სასამართლოში გამწესების მსურველ მოსამართლეთა შერჩევის შესახებ „ევროპული საქართველოს“ კანონპროექტი ჩავარდა. ხმების საკმარისი რაოდენობა მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობის კანონპროექტმა დააგროვა.

24 მომხრე და 42 წინააღმდეგი - დეპუტატებმა ოთარ კახიძის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირეს.

უმრავლესობის კანონპროექტს კი მხოლოდ 31 მოწინააღმდეგე ჰყავდა. კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღეს,  მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა.

კანონპროექტი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, არჩილ თალაკვაძემ, ანრი ოხანაშვილმა, მამუკა მდინარაძემ, გიორგი კახიანმა, დავით მათიკაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.

 

დღის ამბები