26 აპრილი 2024,   10:27
ვრცლად
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და ზეწოლა სამოქალაქო სექტორზე - "სამართლიანი არჩევნები" შემაჯამებელ ანგარიშს წარმოადგენს

ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ამომრჩევლის მოსყიდვა და ზეწოლა სამოქალაქო სექტორზე - სამართლიანი არჩევნები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემაჯამებელ ანგარიშს წარმოადგენს.

დარღვევების გარდა არასამთავრობო ორგანიზაციას სხვადსხვა უწყებების მიმართ 40-ზე მეტი რეკომენდაცია აქვს მომზადებული. მათ შორის არის ცესკო-ს დაკომპლექტების წესის შეცვლა. სამართლიანი არჩევნებში ასევე თვლიან, რომ საჭიროა, უწყებათაშორისი კომისია აღარ იყოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში.

„ანგარიში ეხება ყველა იმ მნიშვნელოვან ტენდენციას, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვას, არასამთავრობო ორგანიზაციებზე ზეწოლას, ზოგადად ზეწოლა-მუქარას, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ასევე არის საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და ამ მიმართულებით არსებული პრობლემები,“-განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

დღის ამბები