28 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში - იენს სტოლტენბერგი ოფიციალურ შეხვედრებს ​იწყებს

საქართველოში მყოფი ნატოს გენერალური მდივანი დღეიდან ოფიციალურ შეხვედრებს ​იწყებს. პირველი შეხვედრა დილის 9:00 საქართველოს პრემიერთან შედგება, რის შემდეგაც მედიასთან ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

დაგეგმილია აუდიენცია პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. იენს სტოლტენბერგი პრემიერთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად დაესწრება ნატო-საქართველოს ერთობლივ წვრთნებსაც, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობენ.

ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად თბილისში იმყოფება ჯეიმს აპატურაიც. სტუმრები თბილისს დღის ბოლოს დატოვებენ.

"შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ნატოს კვირეული მიმდინარეობს. აქ ჩამოსულები არიან გენერალური მდივანი, სამხედრო კომიტეტის წევრები, მიმდინარეობს სამხედრო სწავლებები. ასე რომ, დღეს უფრო მეტი ნატოა საქართველოში და უფრო მეტი საქართველო ნატოში, ვიდრე ოდესმე. მიმდინარე წვრთნები ძალზე მნიშვნელოვანია. სამხედრო დანაყოფების შტაბების სწავლება ფოკუსირებულია მშვიდობის შენარჩუნებაზე. საქართველო უკვე წარმატებით მოღვაწეობს სამშვიდობო მისიებში ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის ფარგლებში. მიმდინარე წვრთნები პარტნიორებისა და მოკავშირეების შეხვედრაა და ამ სწავლებაში 24 ქვეყანა მონაწილეობს. ყოველივე ეს აგზავნის სიგნალს და ჩვენს შორის თანამშრომლობას უკეთესს ხდის,"-განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები