28 აპრილი 2024,   04:56
ვრცლად
ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება - დაკავებულ მოზარდს დღეს აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებენ 

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება - დაკავებულ მირიან მჟავანაძეს დღეს აღკვეთის ღონისძება უნდა შეუფარდონ. სასამართლოს პროკურატურა 5 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.

დაკავებულის ინტერესების დამცველის თქმით, მჟავანაძეს ვიდეოკადრები პირად შეტყობინებაში გაუგზავნეს და მასალა განზრახვის გარეშე Youtube-ზე, საკუთარ გვერდზე ატვირთა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ პირს, რომელმაც მისი თქმით, 18 წლის მოზარდის პროვოცირება მოახდინა და კადრები გაუგზავნა, ძალოვან უწყებებთან იყოს კავშირში.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ გირაო შეეფარდოს მინიმალური ოდენობით, რასაც სავარაუდოდ სასამართლო გაითვალისწინებს. მისი ქმედება სხვის მიერ იყო პროვოცირებული, სხვამ გადაუგზავნა მას ეს ვიდეოფირი, რომელი პიროვნებაც არ არის დადგენილი, არ არის დაკავებული. შესაძლოა გარკვეული ალიანსიც არსებობდეს ძალოვან სტრუქტურებსა და ამ პიროვნებას შორის. ამ ეჭვს მიღრმავებს ის, რომე ს პიროვნება არაერთგზის არის ვიდეოფაილების გამგზავნი,“-განაცხადა ადვოკატმა ლევან დავითაიამ.  

მირიან მჟავანაძე სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს. 18 წლის მოზარდს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-შენახვა-გამოყენება-გავრცელებას ედავება.

ამავე თემაზე
დღის ამბები