28 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
უკრაინაში ხვალ პრეზიდენტის არჩევნებია - ქვეყანაში დღეს სიჩუმის დღეა

უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ქვეყანაში დღეს სიჩუმის დღეა და კანდიდატებს ყოველგვარი აგიტაცია ეკრძალებათ.

პრეზიდენტობის მსურველებმა მხარდამჭერებთან შეხვედრები გვიან ღამით დაასრულეს.

ყველაზე რეიტინგული კანდიდატი - ვლადიმერ ზელენსკი, ქალაქ ბროვარიში იმყოფებოდა და ოპონენტები, ტრადიციულად, იუმორისტული შოუს მეშვეობით გააკრიტიკა.

გუშინ უკრაინაში ბოლო ტელედებატებიც უნდა გამართულიყო, თუმცა ის ჩაიშალა. ქვეყნის მოქმედი ლიდერი პეტრე პოროშენკო და მისი მთავარი მეტოქე ვლადიმერ ზელენსკი ეთერში არ გამოჩენილან. პარტია ბატკივშჩნას ლიდერმა, იულია ტიმოშენკომ, კი სტუდია რამდენიმე წუთში დატოვა.

წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, უკრაინის ახალი პრეზიდენტის ვინაობა მხოლოდ არჩევნების მეორე ტურში გაირკვევა, რომელიც 21 აპრილს გაიმართება. 

დღის ამბები