28 აპრილი 2024,   20:34
ვრცლად
ცარიელი დარბაზი - თავდაცვის მინისტრის პასუხებს რამდენიმე დეპუტატი უსმენს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, დეპუტატების მეირ დასმულ კითხვებს პასუხობს. შესვენების შემდეგ ლევან იზორია სასესიო დარბაზში რამდენიმე წუთის წინ დაბრუნდა, თუმცა კანონმდებლები დარბაზში ფაქტობრივად არ იმყოფებიან. 

მინისტრის პასუხებს მხოლოდ რამდენიმე დეპუტატი უსმენს. 

ლევან იზორია საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფარგლებში იმყოფება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების კითხვები უწყებაში არსებულ ვითარებას, შესაძლო კორუფციულ გარიგებებს და ჯარში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. 

დღის ამბები