28 აპრილი 2024,   00:28
ვრცლად
კონკრეტულ კითხვაზე - მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა? ჩემი კონკრეტული პასუხია - არა! - ლევან იზორია

„კონკრეტულ კითხვაზე - მოხდა თუ არა მძინარე ცხინვალის დაბომბვა? ჩემი კონკრეტული პასუხია - არა!“ - ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პარლამენტში გააკეთა.

პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს, ლევან იზორიამ დეპუტატების კითხვებს უპასუხა, მათ შორის, სალომე სამადაშვილის.

ენმ-ის დეპუტატს აინტერესებდა ლევან იზორიას პოზიცია პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებასთან  დაკავშირებით, რომელმაც არაერთხელ აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის დროს მძინარე ცხინვალი ქართულმა მხარემ დაბობმა.

სალომე სამადაშვილმა მოსთხოვა თავდაცვის მინისტრს, რომ მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს ამ განცხადებაზე და გამოთქვას მოსაზრება, გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტის განცხადებებს რუსეთი საერთაშორისო ტრიბუნალზე საქართველოს და ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ.

რაზეც ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ „ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია“.

დღის ამბები