28 აპრილი 2024,   02:26
ვრცლად
ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - მასშტაბური სპეცოპერაცია 

ბარსელონაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. ესპანური მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია კატალონიისა და ესპანეთის ეროვნულმა პოლიციამ ჩაატარა.

გამოცემა წერს, რომ დაკავებულ ქართველებს ბრალად ქურდობა ედებათ. საუბარია დანაშაულებრივ ჯგუფზე. პოლიციის ინფორმაციით, აღნიშნულმა ჯგუფმა ბარსელონაში და ქალაქის მიმდებარე ტერიტორიაზე 70-მდე ბინა გაქურდა. ჯგუფის წევრები ყოფილი კოლეჯის შენობაში ცხოვრობდნენ.

დღის ამბები