28 აპრილი 2024,   10:37
ვრცლად
ზალკალიანის ჩამოსვლის შემდეგ შეიცვალა ესპანეთში სიტუაცია.. ამის შემდეგ დაიწყო ადამიანების შევიწროება - ბარსელონაში მცხოვრები ქართველი

მინისტრის ზალკალიანის ჩამოსვლის შემდეგ აბსოლუტურად შეიცვალა ესპანეთში სიტუაცია - ეს განცხადება, ბარსელონაში მცხოვრებმა ქართველმა "კურიერთან" საუბრისას გააკეთა. დიანა ციხისთავმა დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ისაუბრა. 

მისი თქმით, საქართველოდან ემიგრირებულ ოჯახებზე ნადირობა საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ესპანეთში გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიწყო. ზალკალიანმა ესპანეთის ხელისუფლებას უთხრა, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და ერთგვარად მიანიშნა, რომ არ მიეღოთ საქართველოს მოქალაქეები.

„მინისტრის ზალკალიანის ჩამოსვლის შემდეგ აბსოლუტურად შეიცვალა ესპანეთში სიტუაცია, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა და ნუ მიიღებენ ჩვენს მოქალაქეებს და ნუ მისცემენ თავშესაფარს. ამ დღიდან, აქაურმა საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაცხადა და იყო სტატიები და ტელევიზიაშიც იყო ამაზე საუბარი, რომ ჩვენს მოქალაქეებს არ მიიღებდნენ და ამის შემდეგ დაიწყო ჩამოსული ადამიანების, რომლებიც ითხოვდნენ თავშესაფარს, შევიწროება. შევიწროებას ვეძახი იმას, რომ თავშესაფარს არ აძლევდნენ და ქუჩაში ტოვებდნენ,“ - ამბობს დიანა ციხისთავი.

შსს-ში ამბობენ, რომ სპეცოპერაციისთვის მზადება ესპანელ სამართალდამცავებთან ერთად ერთი წლის წინ დაიწყეს. დაკავებულებს კი ესპანური კანონმდებლობით გაასამართლებენ - ბინის ქურდობა და ორგანიზებულ დანაშაულში მონაწილეობა.

ბარსელონაში მცხოვრები ქართველების დასაკავებლად სპეცოპერაცია ცოტა ხნის წინ ჩატარდა. შენობა, სადაც საქართველოს მოქალაქეები აიყვანეს წელიწადზე მეტია ესპანეთში მცხოვრებ ემიგრანტებს აქვთ დაკავებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 25 ქართველი. ესპანური მედია კი წერს, რომ ესპანელმა სამართალდამცველებმა 11 ქართველი დააკავეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები