28 აპრილი 2024,   00:15
ვრცლად
თქვენ, ჯარისკაცებს, ოფიცრებს, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას ფული მოპარეთ - ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას

თქვენ, ჯარისკაცებს, ოფიცრებს, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას ფული მოპარეთ - ეს განცხადება, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში, თავდაცვის მინისტრის სიტყვით გამოსვლის შემდეგ გააკეთა.

პარლამენტის ტრიბუნიდან მან ხელისუფლების ოპონენტების მწვავე განცხადებებს უპასუხა, რომლებიც ოპოზიციას ლევან იზორიას მიმართ ჰქონდათ.

გარდა ამისა, ირაკლი სესიაშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს 9 წელსა და წინა ხელისუფლების შესახებ ისაუბრა.

„რეალურად, ხდება ლუსტრაცია აქედან წამოსული პროპაგანდის, რომელსაც თავის მხრივ, პროპაგანდისტული ტელეკომპანიები მხარს უმაგრებენ. გიყვართ ასევე საუბარი, რომ „რუსთავი 2“ დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რეალურად, ყველამ ვიცით ეს, მთელმა საქართველომ იცის, რომ თქვენი პროპაგანდისტული მანქანაა და გეშინიათ, რომ სიმართლე თქვათ, რა ფულით არის „რუსთავი 2“ ნაყიდი. გეშინიათ. თქვენ, ჯარისკაცებს, ოფიცრებს, ჩვენი ქვეყნის თავდაცვის უნარიანობას ფული მოპარეთ. აქ რა ჩინურ ფეხსაცმელებზე მელაპარაკებით,“ - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა. 

დღის ამბები