27 აპრილი 2024,   23:59
ვრცლად
დამტვრეული ხატები, გადატეხილი ჯვრები და ძირს დაყრილი შანდლები - რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ვანდალური ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვენ 

ახალქალაქში მომხდარ ვანდალურ ფაქტს, რა დროსაც სამლოცველო დაარბიეს, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ეხმაურებიან. ისინი მომხდარს კონფლიქტის გაღვივების დასაწყისად აფასებენ და დამნაშავის გამოვლენისა და ეფექტური გამოძიების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.

„სიწმინდის შეურაცხყოფა არ არის მიღებული და რა თქმა უნდა ჩვენც ვანდალიზმად მიგვაჩნია და ვგმობთ. რაც შეეხება გამოძიებას, რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა, რომ რაც უფრო მალე იპოვის პოლიცია დამნაშავეს და დასჯის, მით უკეთესი. იქ ცხოვრობენ ქართველების და სომხები, ერთმა შეიძლება მეორეს დააბრალოს, მეორემ შეიძლება პირველს დააბრალონ და კარგი იქნება, რომ დროულად იპოვონ დამნაშავე, რომ ორივე მხარე დაუზიანებლად გამოვიდეს ამ სიტუაციიდან,“-განაცხადა არტაკ დიაკვანმა.

სოფელ ხულგომოში მორწმუნეებს გუშინ მე-13 საუკუნის სალოცავში უმძიმესი მდგომარეობა დახვდათ. განადგურებულია ყველაფერი რაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლში ინახებოდა. დაზიანებული და დამტვრეული სიწმინდეები ექსპერტიზაზეა გადატანილი.

გამოძიება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურების მუხლით არის დაწყებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები