30 აპრილი 2024,   20:29
ვრცლად
ინტენსიური თოვა და ზვავსაშიშროება - გზებზე შეზღუდვები დაწესდა 

უამინდობა საქართველოში - გზებზე შეზღუდვები დაწესდა. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებისა და ინტენსიური თოვის გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გაუჩერებლად გავლის რეჟიმში განხორციელდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე მოძრაობა თავისუფალია. 

დღის ამბები