28 აპრილი 2024,   13:42
ვრცლად
სიგარეტის კონტრაბანდა - სასაზღვრო პოლიციამ ორი პირი დააკავა

სიგარეტის გაძვირება და გაზრდილი კონტრაბანდა საქართველოში - უაქციზო სიგარეტის უკანონოდ შემოტანის ფაქტზე სასაზღვრო პოლიციამ ორი პირი დააკავა.

ორივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 4 710 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

ფინანსისტები და ეკონომისტები, სიგარეტზე ფასის ზრდის პარალელურად კონტრაბანდის გაზრდაზე საუბრობენ.

სტატისტიკის მიხედვით, ირკვევა,  რომ შარშანდელთან შედარებით უაქციზო სიგარეტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 3-ჯერ არის გაზრდილი.

დღის ამბები