28 აპრილი 2024,   02:30
ვრცლად
იტალიელი ექსპერტების აღმოჩენა - ცაციად ცნობილი მხატვარი ლეონარდო დავინჩი ორივე ხელით ხატავდა

ლეონარდო დავინჩი ორივე ხელით ხატავდა. რენესანსის ეპოქის გენიოსის კიდევ ერთ ნიჭზე დასკვნა იტალიელმა ექსპერტებმა დადეს.

უფიცის გალერეის სპეციალისტებმა დავინჩის ადრეული ნახატები შეისწავლეს და ამ პროცესში დღემდე უცნობი ესკიზი აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, დავინჩიმ ერთ-ერთი შედევრი ისე შექმნა, რომ ტილო მეორედ გამოიყენა და ლანდშაფტის ესკიზს ზემოდან გადაახატა.

სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ ესკიზი დავინჩიმ 1473 წელს დახატა, მაშინ როდესაც 21 წლის იყო. შტრიხები და შესრულების ტექნიკა კი იმაზე მეტყველებს, რომ დღემდე ცაციად ცნობილი მხატვარი ორივე ხელით ხატავდა.

დღის ამბები