26 აპრილი 2024,   10:15
ვრცლად
„ეს მისი უფლებაა, კომენტარი გააკეთოს თუ არა" - ხუნდაძე პრეზიდენტის რუსთაველის გამზირიდან გაქცევაზე

„ეს მისი უფლებაა, კომენტარი გააკეთოს თუ არა" - ასეთია საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის პასუხი რუსთაველის გამზირიდან პრეზიდენტის გაქცევის შესახებ. 

სალომე ზურაბიშვილმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკო, თუმცა პრეზიდენტს მედიასთან განცხადება არ გაუკეთებია. ჟურნალისტების არაერთი მცდელობის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილმა კითხვებს არ უპასუხა და ტერიტორია დაცვის თანამშრომლების დახმარებით დატოვა. 

დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი იყო ის ისაუბრებდა თუ არა ცხრა აპრილზე. "ქართული ოცნების" დეპუტატი ამბობს,რომ ის საუბრობს ამ თარიღის მნიშვნელობაზე, რადგან თვლის, რომ ამის ვალდებულება მას აქვს. 

"ვფიქრობ აქ მარტო კომენტარისთვის არ უნდა მოვდიოდეთ. მთავარი აქ მოვიდეს ადამიანი და პატივი მიაგოს იმ გარდაცვლილებს, რაც იყო მსხვერპლი ქვეყნის თავისუფლების ბრძოლის გზაზე.  მთავარია აქ მოსვლა და კომენტარი არის ყველას უფლება. მე ვთვლი,რომ კომენტარი უნდა გავაკეთო და კომენტარს ვაკეთებ,“-ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები