27 აპრილი 2024,   22:33
ვრცლად
ციხე კორპუსების წინ - რუსთავში მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებისთვის ციხე აშენდება

პენიტენციური დაწესებულება საცხოვრებელი კორპუსების წინ - ღობესთან, სადაც უბნის ბავშვები თამაშობენ, მალე მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულებისთვის ციხე აშენდება. რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში, სასჯელაღსრულების დაწესებულების ღობესა და საცხოვრებელ კორპუსებს შორის მანძილი მხოლოდ 15 მეტრია.

დასახლებაში ციხის აშენება იუსტიციის სამინისტრომ ისე გადაწყვიტა და სამუშაოებიც ისე დაიწყო, მოსახლეობამ არაფერი იცოდა. ადგილობრივი მცხოვრებლები მხოლოდ ტერიტორიის ეკლოვანი ღობით შემოსაზღვრის შემდეგ მიხვდნენ, რომ რამდენიმე თვეში სახლიდან გამოსვლისას პირდაპირ ციხის ჭიშკარს შეეჯახებიან.

საცხოვრებელი კორპუსების წინ ციხის აშენება ადგილობრივებმა დღეს აქციით გააპროტესტეს.

რუსთავის მერი ამტკიცებს, რომ ტერიტორია არა მუნიციპალიტეტს, არამედ სახელმწიფოს ეკუთვნის და იუსტიციის სამინისტრომ ციხის მშენებლობა მათთან შეთანხმების გარეშე დაიწყო.

იუსტიციის მინისტრს დღეს განმარტებები არ გაუკეთებია. მისი უწყების ინიციატივით, საცხოვრებელი სახლების წინ ციხის მშენებლობა 50 მლნ ლარი დაჯდება და უკვე 2020 წლის ბოლოსთვის იქ 100 ზე მეტ პატიმარს მოათავსებენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები