30 აპრილი 2024,   14:39
ვრცლად
"ივანიშვილი და ზურაბიშვილი ისე მოიპარნენ და გაქრნენ, რომ არავის უნახავს" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

"ივანიშვილი და ზურაბიშვილი ისე მოიპარნენ და გაქრნენ, რომ არავის უნახავს," - ეს განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ის 9 აპრილის მემორიალთან ცდილობდა, რომ პრეზიდენტისთვის დაესვა ის კითხვა,  რომელზეც ოცნების ხელისუფლებას 8 თვეა, პასუხს სთხოვს, თუ რატომ მოუკლეს შვილი, მაგრამ ამის საშუალება არ მიეცა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი, ფაქტობრივად, გაიქცა.

„ვისთვის არის პრეზიდენტი, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის, პირადად, ადამიანადაც კი არ ვთვლი მაგ ქალას, როგორც დანარჩენ სხვებს. მე მივედი მასთან, მე მქონდა შეკითხვა, როგორც სხვებთან მაქვს. მე მას დავუძახე, ქალბატონო პრეზიდენტო მეთქი, არ შემოუხედია, მეორედ დავუძახე, ქალბატონო, ქვეყნის მთავარსარდალო მეთქი და არ შემოუხედია. მესამედ დავუძახე თავაზიანად, ორჯერ ბეჭზე ხელი დავარტყი, შეიძლება, მაგისთვის გამასამართლონ კიდეც და ვთხოვე, რომ ტერორისტის მამა გესაუბრებათ და რამე პასუხი არ გაქვთ მეთქი ჩემთვის. იქნებ ცოტა გავანერვიულო, იქნებ რამე პასუხი გამცეს მეთქი. ერთი შემომხედა ცერად, თავი ჩაღუნა, მანქანაში ჩაჯდა და გაიქცა,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლებას მისი ეშინია იმიტომ, რომ არა აქვს პასუხი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები