30 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
"რა, არ ფიქრობს მაყურებლების უმრავლესობა, რომ დედამო...ნული სვავია ივანიშვილი?" - ლევან ხაბეიშვილი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლევან ხაბეიშვილი, პირდაპირ ეთერში უცენზურო ლექსიკით საუბარს და შემდეგ ამაზე  ტვ იმედის ქმედებას გადაცემა არჩევანში ეხმაურება. 

საქმე ეხება ნიკა გვარამიას გამონათქვამს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ტელეკომპანია იმედმა სიუჟეტი მოამზადა სათაურით - "ერის მაგინებელი - გვარამიას ბილწისტყვაობას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა". გადაცემა იმედის კვირამ რეპორტაჟი მოამზადა, სადაც ხაზგასმული იყო ნიკა გვარამიას პოლიტიკური წარსული და გაკრიტიკებული იყო მისი ლექსიკა ფეისბუქლაივებში.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ნიკა გვარამიას გამონათქვამების შემდეგ, სიტყვა მეჩითოვს უკვე უარყოფით კონტექსტში ახსენებს.

„მე რომ მინდა, ვუწოდო მთავარობას რაღაც, ვამბობ, რომ ისინი არიან კოლექტიური მეჩითოვები, გასაგებია ხომ? მე ამ სიტყვას - "მეჩითოვს", ვხმარობ იმ უცენზურო სიტყვის ნაცლად, რომელიც პირდაპირ ეთერში თქვა ნიკა გვარამიამ,“ - ამბობს ხაბეიშვილი.

ხაბეიშვილი ნიკა გვარამიას შეფასებას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით იზიარებს და ამბობს, რომ პრობლემაა, როდესაც იმედმა ბიძინა ივანიშვილი ერთან გააიგივა.

„ბევრ შემთხვევაში, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით როდესაც თქვა, აბსოლუტურად ვეთანხმები და ახლა რა, არ ფიქრობს მაყურებლების უმრავლესობა, რომ დედამო...ნული სვავია ბიძინა ივანიშვილი?“ - ამბობს ხაბეიშვილი.

დღის ამბები