30 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
"ვიხილეთ საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში დადგმული სცენა" - სერგო ჩიხლაძე "იმედის" სიუჟეტზე

„ვიხილეთ საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებში დადგმული სცენა,“ - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი სერგო ჩიხლაძე ტელეკომპანია იმედში გასულ რეპორტაჟს, სადაც ნიკა გვარამია არის გაკრიტიკებული.

საქმე ეხება ნიკა გვარამიას გამონათქვამს ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რის შემდეგაც ტელეკომპანია იმედმა სიუჟეტი მოამზადა სათაურით - "ერის მაგინებელი - გვარამიას ბილწსიტყვაობას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა". გადაცემა იმედის კვირამ რეპორტაჟი მოამზადა, სადაც ხაზგასმული იყო ნიკა გვარამიას პოლიტიკური წარსული და გაკრიტიკებული იყო მისი ლექსიკა ფეისბუქ ლაივებში.

სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ იმედი გაცილებით განსხვავებული და მძიმე თემებით უნდა დაინტერესდეს, როგორიცაა სიღარიბე და კორუფცია.

„ეს იყო დადგმული, ვიღაცისგან მიღებული დაკვეთა და შესაბამისად, ეს იმედმა გააჟღერა და რამდენიც არ უნდა ვთქვათ, რომ არასახელისუფლებო არხია და არ აუსრულებია შეკვეთა და ა.შ. საგანგებო რეჟიმებიც გვახსოვს ამ ტელევიზიისგან. გამახვილდა ორ ფაქტზე ყურადღება - ერთი იყო მეჩითოვის და მეორე, სვავის ამბავი. მეჩითოვის ამბავზე მე უფრო სხვა კითხვა მებადება, რომ ამ ხალხიდან ვინმე თუ აღშფოთდა, ანუ ე.წ. მორალისტები, პირიქით, უნდა აღშფოთებულიყვნენ, რომ მეჩითოვის ამ ქმედებაზე პასუხი მხოლოდ გინებით შემოიფარგლა,“ - განაცხადა ჩიხლაძემ.

დღის ამბები