28 აპრილი 2024,   04:30
ვრცლად
სანდრა რულოვსი ზუგდიდის აგრარულ ბაზარს ეწვია

ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ზუგდიდის აგრარულ ბაზარს ეწვია და მოვაჭრეებს და ადგილობრივებს გაესაუბრა.

მათი თქმით, გაჭირვება დღითიდღე იზრდება, მოქალაქეები თანხას უკვე საკვებზეც ზოგავენ. ასევე, ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად სამუშაო ადგილების არარსებობა დასახელდა.

სანდრა რულოვსის განცხადებით, მერად არჩევის შემდეგ, ის აპირებს იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებას. მერიაში კორუფციის აღმოფხვრის შედეგად მილიონობით ლარის დაზოგვა იქნება შესაძლებელი, რომლებიც  სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებს მოხმარდება.

„ხალხს უხარია, რომ ზუგდიდელი გავხდი, რომ მინდა ვიზრუნო ქალაქზე, დავეხმარო ხალხს. მეუბნებიან, „აბა, შენ იცი! აბა, იბრძოლე!“ და ეს მაძლევს ძალას, რომ ვიბრძოლო ბოლომდე და მივიყვანო ეს ქალაქი  განვითარების იმ დონემდე, რომელსაც იმსახურებს,“- განაცხადა რულოვსმა.

დღის ამბები