28 აპრილი 2024,   00:45
ვრცლად
2020 წლისთვის წავალ პოლიტიკაში - კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი

კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი, კახა ბასილია პოლიტიკაში მოსვლას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრალდებას უპასუხა.

საგამოძიებო უწყება ბასილიას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს. თუმცა, კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ყველაფერი მის ჩამოსაშორებლად დაიგეგმა.

“ყველაფერი დაიწყო იმის შემდეგ, რაც მე გამოვხატე რაღაც პოზიციები იმის შესახებ, რომ ბევრი რაღაც არ მომწონს რაც კეთდება 2012 წლიდან და დავაფიქსირე, დეკემბერში, პრეზიდენტის არჩევნების დროს, რომ მე ამ კამპანიაში არ ჩავერევი. მაქვს ჩემი მოსაზრებები და ალბათ, 2020 წლისთვის, წავალ პოლიტიკაში“ - განაცხადა კახა ბასილიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები