28 აპრილი 2024,   19:27
ვრცლად
ჯეკ შეფერდის ექსტრადირება - ბრალდებული ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლებს გადასცეს 

დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ჯეკ შეფერდის წინასაექსტრადიციო პროცედურები დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ქართველმა ესკორტის ოფიცრებმა შეფერდი ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე გადასცეს. 

Image may contain: 2 people, people standing and outdoorმისი აეროპორტში გადაყვანა გასაიდუმლოებულად მოხდა. ჯეკ შეფერდმა N 8 პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა. 

სპეციალური პენიტენციური სამსახური გადაყვანის პროცესის ფოტო მასალას ავრცელებს. 

ბრიტანეთის მოქალაქე საქართველოში მიმალვაში იმყოფებოდა. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შეფერდი კატერს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა, სიჩქარის გადაჭარბების გამო კატერი გადაბრუნდა და 24 წლის შარლოტა ბრაუნი დაიღუპა.

Image may contain: 3 people, people standingშეპარდი ქართველ სამართალდამცველებს 23 იანვარს ჩაბარდა. იუსტიციის მინისტრის მიერ 2019 წლის 8 აპრილს გამოცემული ბრძანებით კი, დაკმაყოფილდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა ექსტრადიციის თაობაზე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები