28 აპრილი 2024,   00:45
ვრცლად
უკრაინაში ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნების მოგების დიდი შანსი აქვს

უკრაინაში ვლადიმერ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნების მოგების დიდი შანსი აქვს. ამაზე მეტყველებს ბოლო სოციოლოგიური კვლევები, რომელიც უკრაინაში არჩევნების მეორე ტურის წინ ჩატარდა.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად მსახიობს გამოკითხულთა 72 მთელი 2 მეათედი პროცენტი ემხრობა, მაშინ როცა პეტრო პოროშენკოს სასარგებლოდ ხმის მიცემას 25 მთელი 4 მეათედი პროცენტი გეგმავს.

ვლადიმერ ზელენსკის გამარჯვებას წინასწარმეტყველებს „რეიტინგენოს“ სააგენტოც. ამ ორგანიზაციის მონაცემებით ზელენსკის 61 პროცენტის მხარდაჭერა აქვს, მოქმედ პრეზიდენტს კი 24.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უკრაინაში 21 აპრილს გაიმართება.

დღის ამბები