26 აპრილი 2024,   10:45
ვრცლად
კანის კინოფესტივალი 14 მაისს გაიხსნება

კანის კინოფესტივალზე მთავარი პრიზის მოსაპოვებლად კონკურენციას ერთმანეთს 19 ფილმი გაუწევს. კინოფესტივალის ხელმძღვანელებმა საკონკურსო ფილმების სია გამოაქვეყნეს. მათ შორისაა პეტრო ალმოდოვარის, ძმებ დარდენების, კენ ლოუჩის, ქსავიე დოლანის, ტერენს მალიკისა და ჯიმ ჯარმუშის ახალი ნამუშევრები.

ფესტივალს  ჯარმუშის ფილმი "მკვდრები არ კვდებიან" გახსნის. ფესტივალზე ვერ მოხვდა ტარანტინოს მიერ გადაღებული ფილმი "ერთხელ ჰოლივუდში",  რომელშიც ბრეტ პიტი და ლეონარდო დიკაპრიო მონაწილეობენ. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ფილმის მონტაჟი ჯერ დასრულებული არ არის.

წელს კანის კინოფესტივალის ჟიურის მექსიკელი რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ უხელმძღვანელებს. ფესტივალი კანში 14 მაისს გაიხსნება.

დღის ამბები