26 აპრილი 2024,   11:14
ვრცლად
ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციამ ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით 2 მოზარდი დააკავა

ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციამ ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით ორი მოზარდი დააკავა.

29 წლის ლირა მაკ-კი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს მოკლეს.

ჟურნალისტი 2 დღის წინ ლონდერ-დერიში არეულობას აშუქებდა, როდესაც რადიკალებმა ცეცხლი გახსნეს. ლირა მაკ-კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

გამოძიებამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა და ეჭვმიტანილების კვალზე უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ გავიდა.

18 და 19 წლის მოზარდები ტერორიზმის ბრალდებით დააკავეს.

დღის ამბები