26 აპრილი 2024,   11:21
ვრცლად
"ფრესკოს" დამფუძნებელი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს

კომპანია ფრესკოს დამფუძნებლის, ვასილ სოფრომაძის, ღია წერილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას - სოფრომაძე ითხოვს, დროულად გამოიძიონ მის წინააღმდეგ წარმოებული ცილისმწამებლური კამპანია სოციალურ ქსელებში.

ფრესკოს დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ დამამცირებელი და ღირსების შემლახავი პოსტები არ წყდება მას შემდეგ, რაც მან პოლიტიკური მიმართვა გამოაქვეყნა. მისი თქმით, გამოძიება წინ არ მიდის და არც ცილისმწამებლური პოსტების რაოდენობა იკლებს.

ვასილ სოფრომაძე გიორგი გახარიას სთხოვს, პირადად ჩაერთოს გამოძიებაში და შედეგები საზოგადოებას მოახსენოს.

 

დღის ამბები